საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

მენ

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.