ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი აბუ-დაბიში გრძელდება. ირაკლი კობახიძე მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. რომლის მთავარი თემა არის - თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საერთაშორისო პლატფორმაზე სიტყვით გამოვა. ის ისაუბრებს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე, ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაზე.
ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ დირექტორს, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "დამაქ ფროფერთის" დამფუძნებელს, კომპანია პრიპკოს აღმასრულებელ დირექტორს, ასევე ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "იგლ ჰილსის" დამფუძნებელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ქართული ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს.