საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლება არის პრინციპისა და ღირსები საკითხი - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადებას, რომელმაც საქართველოში ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდა, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს პოლიტიკური დევნაა.

"ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და კომისიის შექმნის მიზანიც ეს იყო, რომ პოლიტიკური ლიდერები დაეპატიმრებინათ. ასეც გაგრძელდება, ჩვენ ხომ ვხედავთ ყველა, შეგვიძლია ობიექტური აზრი გამოვიტანო შექმნილი მდგომარეობიდან, ერთმანეთის მიყოლებით, დემოკრატიის ყველა კერა არის განადგურების პირას მისული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, "ქართული ოცნების" ხელისუფლების კრიტიკა იზრდება.

"დღითიდღე, ჩვენი მეგობარი ქვეყნები უფრო მკაფიოდ და კრიტიკულად აფასებენ "ქართული ოცნების" ძალადობრივ, რეპრესიულ ხელისუფლებას და აკეთებენ განცხადებებს, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ასე ცხოვრება.

ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო ველზე, მარტივი გზავნილებით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლება არის პრინციპისა და ღირსების საკითხი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.