ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472
მეორე დღეა პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის საგანია BBC - ის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მოძალადე მომიტინგეების ძალადობის აღკვეთის დროს 1930 წლის შემდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებაშია დადანაშაულებული. რეპორტაჟში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც მტკიცებულებების არარსებობაა. ეგრეთ წოდებული ანალიზი დაფუძნებულია ექიმ კოტე ჩახუნაშვილის კვლევაზე, თუმცა გუშინ და დღეს თავად ჩახუნაშვილი ადასტურებს, რომ მას არანაირი სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარებია და უბრალოდ მომიტინგეებს ანკეტა შეავსებინა.
ამავე რეპორტაჟში საუბრობენ ყოფილი პოლიციელები, შერგელაშვილი და შაიშმელაშვილი, რომლებიც თავად ადასტურებენ, რომ ქიმიური ნივთიერებები 2009 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შეიძინეს. უფრო მეტიც, შერგელაშვილი ამბობს, რომ ამ ნივთიერებების გამოცდა 2009 წელსვე მოხდა.
არსებობს ვერსია, რომ რეპორტაჟის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან ერთად სხვა, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი ქვეყნის მიმართ ისეთი მძიმე ბრალდებების წაყენებაა, როგორიცაა 1930 წელს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გაყიდვა. და რადგან არავინ აყენებს ეჭვქვეშ ქიმიური ნივთიერებების შესყიდვის ფაქტს 2009 წელს, BBC – ის ერთ-ერთ მიზანს სწორედ მეორე ქვეყანაზე უხეში ფორმით თავდასხმა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უშუალოდ მინისტრმა დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული „კამიტი“ არასოდეს შესყიდულა - ახლა მთავარი კითხვა სწორედ ის არის, თუ რომელი ქვეყნიდან გახნხორციელდა 2009 წელს შესყიდვა - ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რომელი ქვეყნის წინააღმდეგ გამოაქვეყნა ეს პროვოკაციული რეპორტაჟი BBC-მ და რომელ ქვეყანას აბრალებენ „კამიტით“ - აკრძალული ქიმიური იარაღით ვაჭრობას.