იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

მიწისძვრა

იაპონიაში ერთი დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 5.7 მაგნიტუდის იყო. შედეგად, აიჩისა და შიზუოკის პრეფექტურებში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:04 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი შიზუოკის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მიწისძვრებზე რეაგირებისა და ვითარების მართვის მიზნით იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ სპეციალური საკოორდინაციო ოფისი შექმნა.

გარდა ამისა, კვირას, დილის 10:53 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში.

მიწისძვრის ინტენსივობამ კუმამოტოს, უტოსა და უკის ქალაქებში 4 მაგნიტუდის დონეს მიაღწია.

✕