შს მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა
1745516987
საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა ბრიუსელში ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობს.
მან ფორუმზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და იგი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო აპრტნიორი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.
ასევე, საუბარი იყო კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა 2024 წლის ბოლოს მიიღო და იმ ცვლილებებზეც, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ 2025 წელს, რაც ეხება ბაზრის უფრო მეტად ლიბერალიზაციასა და მის თანხვედრაში მოყვანას ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებთან.
ასევე ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვახორციელოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს დაერთდეს ევროკავშირის ელექტროსისტემაზე და თავისი ექსპორტის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. ევროპარლამენტი ენერგეტიკულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და იმ პარტნიორ ქვეყნებს აერთიანებს, რომლებიც საერთო სტრატეგიულ პროექტებში არიან ჩართულები. წელს საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებას თავმჯდომარეობს. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა შოთა ბერეკაშვილი.