დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
მე მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მის დამოკიდებულებას ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვერ მოვძებნი ჩემს ლექსიკაში ისეთ უკმეხ სიტყვებს, რომელიც შემეძლება აქ [გადაცემაში] გამოვიყენო წინა ხელისუფლების დასახასიათებლად, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს ხელისუფლების განცხადებებზე, რომ არის „მეორე ფრონტის“ საშიშროება და რომ ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის სპეკულირება. რატომ ნერგავენ ცრუ ინფორმაციას, რა არის ამის რეალური მიზეზი და რამდენად რთულ გზას გადის საქართველო იმ გეოპოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც არის გარშემო.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო დღეს თქვენს გადაცემას უყურებს. მე მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მის დამოკიდებულებას ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვერ მოვძებნი ჩემს ლექსიკაში ისეთ უკმეხ სიტყვებს, რომელიც შემეძლება აქ [გადაცემაში] გამოვიყენო წინა ხელისუფლების დასახასიათებლად. როგორ შეიძლება შეადარო წინა ხელისუფლებისდროინდელი სიტუაცია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში დამოკიდებულებასთან თავისუფალ სიტყვასთან, მედიასთან, ადამიანთან, ჯანდაცვის პროგრამებთან, ბიუჯეტის ზრდასთან და იმ გზაზე მიმავალ პოლიტიკასთან, რომელსაც ყველა ჩვენგანი ევროპულ გზას, ილიას გზას ვეძახით. ეს არის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ავიღოთ წინა ხელისუფლების პერიოდში - ეს არის უკუსვლა. ერთადერთი კომპანიის რეგისტრაცია იყო გამარტივებული, რაშიც რეიტინგებში ზევით აიწია, რასაც მოჰყვა პარალელურად რეკეტი“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.