საქართველოს ეყოლება ამ ქვეყნის ინტერესების დამცველი პრეზიდენტი და არა პირიქით - ქვეყნის ღალატში შემჩნეული, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი - ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური

აბსოლუტურად ცივი გონებით, ამ ქვეყნის ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც კონსტიტუციის გათვალისწინებულია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

„საქართველოს ეყოლება ამ ქვეყნის ინტერესების დამცველი პრეზიდენტი და არა პირიქით - ქვეყნის ღალატში შემჩნეული, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს. პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება.