"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ისედაც დგას და იდგება, არაფერი შეცვლილა, პროცესი ისევ გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, შესაბამისად, ამ მიმართულებით მოთხოვნა უსაფუძვლოა.
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ისედაც დგას და იდგება, რადგან ვალდებულებები გვაქვს აღებული როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე ეს არის საკონსტიტუციო ვალდებულება. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება. ამ მიმართულებით მოთხოვნა უსაფუძვლოა, არაფერი შეცვლილა, პროცესი ისევ გრძელდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რაც შეეხება მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამხარაძის თქმით, ვერავინ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და არ ასახავდა ხალხის ნებას.
„ყველამ კარგად იცის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სჭირდება უტყუარი მტკიცებულებები და საბაბი, რომ წინა არჩევნები არ იყო თავისუფალი და არ ასახავდა ხალხის ნებას. დიდი მცდელობის მიუხედავად, ასეთი მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა და 400 ათასი ხმის გაყალბებაზე ლაპარაკობენ, რაც ფანტასტიკის სფეროა, ამის არავის სჯერა. შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.