ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
სებ-ი, სხვა მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნების მსგავსად უფრო სწრაფად პასუხობს ბოლო პერიოდის შოკებს, ვიდრე დიდი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, როგორიცაა მაგალითად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და ინგლისის ბანკი და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კარგადაა მომზადებული, ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და ძალიან კარგი ანალიტიკური გუნდი. აღნიშნული ეროვნულ ბანკს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებს შეუძლიათ სათანადო რეაგირება ჰქონდეთ,- განაცხადა ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდენიეკ ტუმამ ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“.
როგორც ტუმამ აღნიშნა, კონფერენციის ფარგლებში მიმოიხილეს მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის არსებული გამოწვევები. ამ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ბოლო პერიოდის შოკების გავლენასა და მათი გადაჭრის გზებზე. იმსჯელეს მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების შესაძლებლობებზე.
ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ ქართველი და მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მონაწილეობდნენ.