1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია საქართველოს 29-30 მარტს ესტუმრება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„მისი სამეფო უდიდებულესობა, შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 2023 წლის 29-30 მარტს საქართველოს ეწვევა. გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო მისიებს დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.