საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

მექსიკა

საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას ქალაქ მეხიკოში 105 ქვეყნის და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატები დაესწრნენ. შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებიც.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება. ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ილია დარჩიაშვილმა ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მის მექსიკელ კოლეგასთან და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, ინაუგურაციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდა მის კოლეგებს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან.