1792094214
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე "ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის" დროს განხორციელებულ ხელის შემშლელ ქმედებებზე განცხადება გააკეთა
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, "ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას, ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელის შემშლელ ქმედებებზე.
"სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.








