საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა

მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო.

საქართველოს დიპლომატიურმა მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50 ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.