shatirishvili

საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს შვიდეულზე, მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ - ზაზა შათირიშვილი

როდის მიუწვევიათ საქართველო დიდ შვიდეულზე, ახლა რომ მიეწვიათ? ან უკრაინას და მოლდოვას რა ესაქმებოდათ შვიდეულზე? გერმანიის საელჩომ კარგად განმარტა ამის მიზეზი. უკრაინაც და მოლდოვაც შვიდეულზე ომის გამო მიიწვიეს, საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს. მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, უკრაინა ომში უკვე ჩართულია და როგორც ჩანს, მოლდოვის იმედიც აქვთ, ომში საქართველოს ჩართვის იმედს კი უკვე ბოლომდე კარგავენ. დიდი შვიდეულის ფორმატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გამო ხელისუფლება საყვედურობს, ეს არის შანტაჟის უსუსური მცდელობა.

ზაზა სათირიშვილი აქვს აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სუფთა ხელები აქვს და ვერავითარი კომპრომატი ვერ მოუძებნეს. მხოლოდ ასეთი ხელოვნური და მოგონილი, სასაცილო თემებით ცდილობენ უსუსური კამპანიების აგორებას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება უვარგისია. იგივეს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილზეც. როცა რუსეთთან ვერავითარი კვეთა ვერ უპოვეს, ამერიკელებთან მეგობრობასა და კორუფციულ ბიზნესგარიგებებში მხილებული ევტუშენკოვის გამოგონილი ზარით ააგორეს კიდევ ერთი უსუსური კამპანია.

„დღეს სრულიად ნაციონალური მოძრაობა უტევდა ხელისუფლებას იმის გამო, რომ დიდ შვიდეულზე, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა ესწრებოდნენ, საქართველო არ მიიწვიეს. როდის მიუწვევიათ საქართველო დიდ შვიდეულზე, ახლა რომ მიეწვიათ? ან უკრაინას და მოლდოვას რა ესაქმებოდათ შვიდეულზე? გერმანიის საელჩომ კარგად განმარტა ამის მიზეზი. უკრაინაც და მოლდოვაც შვიდეულზე ომის გამო მიიწვიეს. უკრაინა ომში უკვე ჩართულია და როგორც ჩანს, მოლდოვის იმედიც აქვთ, ომში საქართველოს ჩართვის იმედს კი უკვე ბოლომდე კარგავენ. დიდი შვიდეულის ფორმატმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. სხვა შემთხვევაში, ვინმეს მიწვევაზე თუ მიდგება საქმე, ბუნებრივია, საქართველო ორივე ქვეყანაზე ბევრად უფრო წარმატებულია და პირველი ჩვენ უნდა მივეწვიეთ. საქართველო ომში არ ერთვება და იმიტომაც არ მიიწვიეს. მიიწვიეს მხოლოდ ის, ვინც ომშია ან ომში ვისი ჩათრევაც უნდათ. ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გამო ხელისუფლება საყვედურობს, ეს არის შანტაჟის უსუსური მცდელობა. გარდა ამისა, მარტივი პარალელის გავლებაც შეიძლება. საქართველო შვიდეულზე იმიტომ არ მიიწვიეს, რომ არ ომობს. ანუ ვისაც არ მოსწონს საქართველოს შვიდეულზე არყოფნა, მას არ მოსწონს საქართველოს ომში არყოფნაც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა უნდა ომის პარტიას - ახალი სისხლისმღვრელი ომი საქართველოში. გრძელდება მუდმივი მცდელობა, რამენაირად დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ.

შვიდეულის ფორმატიც ამის კიდევ ერთი მაგალითია. როგორც აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვების, ვერტმფრენისა და ნახატების გაჩერებით, ზუსტად ისე აშანტაჟებენ ხელისუფლებასაც ხელოვნური პიარული სცენებით. გვაჩვენებენ, რომ ცუდი იმიტომ ვართ, რომ არ ვომობთ. შვიდეულის ფორმატის სახით, ეს სცენაც ვისი დადგმულია, ძნელი მისახვედრი არაა. როგორც გადარიცხვებს, ვერტმფრენს და ნახატებს ვერ გააჩერებდა ვერავინ, გარდა ამერიკელებისა, ისე, მათ გარდა, ვერც ამ ფორმატს დაალაგებდა ვერავინ. ეს ტრიუკიც იგივე მიზანს ემსახურებოდა, რასაც ყველა წინა მანიპულაცია - ვერაფრით რთავენ საქართველოს ომში და ახლა კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობა ჰქონდათ, საქართველოს თემა უარყოფითად აეწიათ. აქაური აგენტურაც, ბოკერიას ხელმძღვანელობით, კარგად აპრობირებული სქემის შესაბამისად, თემას მყისიერად ჩასაფრებული დახვდა. ხელისუფლებას სუფთა ხელები აქვს და ვერავითარი კომპრომატი ვერ მოუძებნეს.

მხოლოდ ასეთი ხელოვნური და მოგონილი, სასაცილო თემებით ცდილობენ უსუსური კამპანიების აგორებას იმის შესახებ, რომ თითქოს ხელისუფლება უვარგისია. იგივეს აკეთებდნენ ბიძინა ივანიშვილზეც. როცა რუსეთთან ვერავითარი კვეთა ვერ უპოვეს, ამერიკელებთან მეგობრობასა და კორუფციულ ბიზნესგარიგებებში მხილებული ევტუშენკოვის გამოგონილი ზარით ააგორეს კიდევ ერთი უსუსური კამპანია. ერთი თვის წინ ამერიკელი რევოლუციების სპეციალისტი ჩამოიყვანეს ბაკურიანში, რომ ნაციონალები ხელისუფლების გადატრიალებაში დაეტრენინგებინათ, ახლა კი, ხელოვნური სცენებითა და შანტაჟით, რასაც თბილისიდან ორკესტრირებულად ჰყვებიან ბოკერია და მისი კოლეგები, გადატრიალებისთვის ხელოვნური საბაბის შექმნას ცდილობენ. ეს ყველაფერი ამერიკელების გაშიფრული ხელწერაა და ამის გაანალიზება კარგად დაკვირვებულ კაცს არ გაუჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვერც დიდი და ვერც პატარა ბოკერიები ვერც გადატრიალებას მოახდენენ და ვერც ომში ჩაგვითრევენ. მარტივი ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა, რომ ბოროტზე ბოლოს მაინც კეთილი იმარჯვებს. უნდა გავძლოთ და შანტაჟის გამო, ქვეყანა არ უნდა გავწიროთ“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1653161759

უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

დაბომბეს

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

ქალები

მსოფლიო 1653218590

თალიბების ბრძანების შესაბამისად, ავღანეთში ტელეწამყვანმა ქალებმა სახეები დაიფარეს

ავღანეთის ტელეარხების წამყვანი ქალები და რეპორტიორები დღეს ეთერში სახედაფარულები გამოჩნდნენ. მიზეზი თალიბანის ახალი ბრძანებაა, - ამის შესახებ BBC წერს.ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა ახალი წესის დამორჩილებაზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ქალი ამბობს, მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არა უშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ ორი-სამი საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. მათ [თალიბებს] სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - ამბობს TOLOnews-ის წამყვანი ფარიდა სიალი BBC-სთან საუბრისას.

მკვლელობა

საზოგადოება 1653218239

ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოჯახის ახლობელი

21 მაისს თბი­ლის­ში, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალის, 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­ას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა...საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- გვითხრა კვარაცხელიების მეზობელმა. შეგახსენებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მამაკაცმა მე­უღ­ლე არასრულწლოვანი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა.სოფო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­ავი­და. მისი მეუღლე გალიდანაა. იგი დედისერთაა და ზუგდიდში ბიძასთან იზრდებოდა.თბილისელი მეზობლების თქმით, მას ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ორჯერ სუიციდის მცდელობაც.ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.

ემსხვერპლა

საზოგადოება 1653215626

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 430 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 145, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 102, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 48, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

ოლენა ზელენსკა

ომი უკრაინაში 1653214210

რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ​ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1653213692

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.