ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან ამოქმედდება სიახლე
1769977955
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
აგრეთვე, არც ერთ შემთხვევაში საპარლამენტო ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება.
კომიტეტის მიერ შესწავლილი ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს წარედგინება.