საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

საკუთარ მანდატებზე უარი "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადეს. მათ რიცხვში არ არიან "გახარია საქართველოსთვის" წევრები, რომელთაც პარლამენტში 12 მანდატი აქვთ. მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრა მოგვიანებით, სესიაზე შედგება.

საკუთარ მოსაზრებას მანდატებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფიქსირებენ ხელისუფლების ოპონენტები.

 

"რაც უნდათ, ის გააკეთონ, საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენი პოზიცია არის მკაფიოდ დაფიქსირებული ამ საკითხზე. ჩვენ ჩვენივე ნებით დავწერეთ შესაბამისი განცხადებები უხსოვარი დროის წინ. რა თქმა უნდა, არაფერი საერთო ამ უსახურ, ანტიქართულ, მოღალატეობრივ შენობასთან და კულტურასთან, რომელსაც ის დღესდღეობით წარმოადგენს, ჩვენ არ გაგვაჩნია," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.