+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ სურს, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის საშუალება ჰქონდეს. აღნიშნული კვოტით არ სარგებლობენ უფრაქციო პარლამენტის წევრები („გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან), ამავე დროს, ფრანკოფონიის საპარლამენტო დელეგაციიდან პარლამენტის უფრაქციო წევრის ადგილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში გადანაწილდა, რითაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ისარგებლებს.
შესაბამისად, აღნიშნულ დელეგაციებში კვოტები ამ ცვლილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.