ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
საპროტესტო მოძრაობაში განსხვავებული ხალხი ვართ, წარსულში ვერ ვთანხმდებოდით ბევრ საკითხზე, ვერ შევთანხმდებით ბევრ რამეზე მომავალშიც, მაგრამ ეს მომავალი ჯერ უნდა გვქონდეს, მომავლამდე უნდა მივიდეთ - ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციისგან მთავარი ახლა მანდატების და სიების ჩახსნაა. მან ახსენა ის უკმაყოფილებაც, რომელიც პარტიების მისამართით ისმის - ნიკა მელიას შეფასებით, ადამიანები სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით ცდილობენ.
“საპროტესტო მოძრაობაში განსხვავებული ხალხი ვართ, წარსულში ვერ ვთანხმდებოდით ბევრ საკითხზე, ვერ შევთანხმდებით ბევრ რამეზე მომავალშიც, მაგრამ ეს მომავალი ჯერ უნდა გვქონდეს, მომავლამდე უნდა მივიდეთ.
არ შემიძლია, არ გავაკეთო მცირე კომენტარი, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ პროცესში სოციალური კაპიტალის მოპოვებას სხვისი კრიტიკით, დამუნათებით ცდილობს, ან გუშინ თბილი სტუდიიდან აკრიტიკებდა, ჯერ კიდევ მიმდინარე ცუდ თუ კარგ აქციას.
ასეთი, სხვისი კრიტიკის ხარჯზე კაპიტალიზირებული საპნის ბუშტი ბევრი მინახავს, შემდეგ ასეთივე წარმატებით გახეთქილი და დღეს სახელებიც არ გვახსოვს.
ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ წამოსული კრიტიკაც ბევრი მინახავს, ხან მოქმედებისთვის გვაკრიტიკებდნენ, ხან უმოქმედობისთვის, ბრაზიც მესმის და მისი სუბლიმაციის სურვილიც, უბრალოდ ამ პროცესში მიზანი ნუ დაგვავიწყდება“, - განაცხადა მელიამ.