1759659123
"სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია საქართველოში პრაქტიკულად გაქრა" - გიორგი ვოლსკი

"სამწუხაროა, მაგრამ ოპოზიცია საქართველოში, პრაქტიკულად, გაქრა. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. რასაკვირველია, ხალხის გარკვეული რაოდენობა მხარს უჭერს. ამ ხალხის შემადგენლობაც შესაბამის ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონ ასი ათასამდე ადამიანმა, თუ ცოტა მეტმა, მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველამ გაითავისა პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად.
"ხალხმა მხარი დაუჭირა იდეას, რომ საქართველო არის თვითმყოფადი ქვეყანა თავის ინტერესებით და ხელისუფლება ჰყავს ისეთი, რომელიც არ დაუშვებს დესტაბილიზაციას. ყველამ გაითავისა პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად, რომ საქართველო უნდა გადარჩეს იმ საშინელ ტურბულენტურ ზონაში, რომელიც დღეს რეგიონს და მსოფლიოს ახასიათებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.