სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, გადაარჩინონ საკუთარი ორგანიზაცია, არის ნამდვილი გმირობა - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

მორიგ სიცრუედ და დეზინფორმაციად აფასებს მმართველი გუნდი გელა მთივლიშვილის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მტკიცებას, რომ ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები ესტონეთში, დანგრეულ შენობებში რეგისტრირებული არ არიან. ამ თემაზე ფოტო-მასალა და დოკუმენტაცია პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ კვირას გამოაქვეყნა.

მმართველი გუნდი ყალბ უცხოურ ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ევროკავშირი მისგან მართული ენჯეოებისთვის, კანონის გვერდის ავლით, ფულის მიწოდებას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას შეფასებით, სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, საკუთარი ორგანიზაციის გადარჩენა ნამდვილი გმირობაა.

"არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აქვთ საშუალება დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოში. სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, გადაარჩინონ საკუთარი ორგანიზაცია არის ნამდვილი გმირობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.