1779737742
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა გადავცე მიხეილ ყაველაშვილს და ქართველ ხალხს, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში კორეისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
„თქვენო აღმატებულებავ,
კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.










