4 ნიშანი, რომ ადამიანს „დედის ტრავმა“ აქვს - ფსიქოლოგების დასკვნა
1738776200
სამი ოპოზიციური კოალიცია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ლელოს“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვეს, რომ დიპლომატებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნეს, ისაუბრეს დაკავებულების საქმეებზე და ევროსაბჭოში მიღებულ რეზოლუციაზე.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„განვიხილეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამავე დროს, განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიული პროცესების, ადამიანების დაპატიმრება და დევნა პოლიტიკური ნიშნით. ის ფართო რეპრესიები, რომელიც არა თუ დაანონსებული აქვს "ქართულ ოცნებას", არამედ, რომელიც უკვე აღსრულების ფაზაშია. რა თქმა უნდა, განვიხილეთ შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ვიხსნათ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.