„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
სამი ოპოზიციური გაერთიანება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება - "ლელოს" ცენტრალურ ოფისში იმ პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ. დიპლომატები პარტიებმა კონსულტაციისთვის თავად მიიწვიეს.
„იქნება ასევე შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ჩვენს დასავლელ პარტნიორ, გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდებით და კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება საპარლამენტო არჩევნების მისაკუთრება და მოპარვა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს პროცესი გადაინაცვლებს მათ შორის ქუჩაში, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს აღარ სჯერა არანაირი მტკიცებულების და მისი უკან დახევა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის და საზოგადოებრივ პროტესტზე," - აცხადებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
„ეს უკვე იქნება დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა, სადაც ჩვენ წარვადგენთ ყველა კომპოზიციას და კომპონენტს, რომელიც განახორციელა ქართულმა ოცნებამ. ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება, ძალიან ცალსახაა ფაქტები, რომლითაც მოხდა ამომრჩევლის ნებაზე ტოტალური კონტროლი და მონაცემების გაყალბება,“ - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.