კონგრესმენი ფაინი: ის, ვინც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობს, ცივილური საზოგადოებიდან გაძევებული უნდა იყოს

ფაინი

ამერიკელი კონგრესმენის, რენდი ფაინის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა გააძევონ ყველა, ვინც ჩარლი კირკის დაღუპვას ზეიმობს. ფაინი ფლორიდის მოსახლეობას მიმართავს, მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საჯარო მოხელის, იურისტის, პედაგოგისა თუ ექიმის შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობას ზეიმობენ. ფაინის თქმით, ის მათ გათავისუფლებას, დაფინანსების შეწყვეტასა და პროფესიული ლიცენზიების ჩამორთმევას მოითხოვს.

„ის, ვინც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობს, ცივილური საზოგადოებიდან გაძევებული უნდა იყოს. ამ მონსტრებს ბრძოლა უნდათ? ვულოცავ, ბრძოლა მიიღეს“, - წერს ფაინი.