მიხეილ დუნდუა: ეკონომიკის ზრდა ასახვას პოვებს ხელფასების მატებაზე. მიზანი კეთილდღეობის იმ დონის დაფიქსირებაა, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს

მიხეილ დუნდუა

 ეკონომიკის ზრდა ასახვას პოვებს ხელფასების მატებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში 10,3 მეათედი პროცენტით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, რომელმაც 2 ათას 212 ლარი შეადგინა.

მიხეილ დუნდუას თქმით, მიზანი კეთილდღეობის იმ დონის დაფიქსირებაა, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს.

„10 პროცენტით არის გაზრდილი საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი. მეორე კვარტალში 2200 ლარს გადააჭარბა და ბუნებრივია, გაგრძელდება ხელფასების მატება.

მიზანი კეთილდღეობის იმ დონის დაფიქსირებაა, რომ საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. 2030 წლისთვის საქართველო იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.