პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობა?!” - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.
როგორგ მეგრელიშვილი აღნიშნავს, ყოველგვარი მინიშნება და მოთხოვნა მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადებისა არის ზემოქმედება საქმის განმხილველ მოსამართლეზე და მცდელობა საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის.
“პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.
როგორც თავად აცხადებენ 15 ტომის მოცულობის შუამდგომლობა მოიცავს ექსპერტიზის დასკვნას, დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ექსპერტების მიერ გამოკვლევების პროცესში მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებულ ფოტოსურათებს.
და მაინც მათ მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული 2980 გვერდიანი დასკვნა ყოფილი პრეზიდენტის რეალურ დიაგნოზზე არაფერს გვეუბნება,
ასევე ყოველგვარ მტკიცებულებას და საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება რომ პრეზიდენტისთვის დასმული 20-ზე მეტი დიაგნოზი (წამყვანია 10 დიაგნოზი) შეუთავსებელს ხდის მის მდგომარეობას პატიმრობასთან.
მაქვს თხოვნა- განგვიმარტეთ რა დიაგნოზი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს?!
რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების შუამდგომლობა?!
რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს მისი მდგომარეობის კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალება?!
მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ასევე ვერ მოხდება მისი როგორც პატიმრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა.
ყოველგვარი მინიშნება და მოთხოვნა მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადებისა არის ზემოქმედება საქმის განმხილველ მოსამართლეზე და მცდელობა საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის.
მინაწერი: ჩემო კოლეგებო, მეტი სერიოზულობით მოეკიდეთ საქმეს, თუ საქმეში თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სამართლებრივი საფუძველი გჭირდებათ გაგვიმხილეთ მინიმუმ სააკაშვილის რეალური დიაგნოზი და შემდეგ მე გიკარნახებთ თქვენივე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
რა სამართლებრივ პროცედურებს უნდა მიმართოთ თორემ თქვენი "პროფესიული" საცოდაობით დავიღალე.
სამართალს აინტერესებს მხოლოდ კანონი, ერთმანეთისგან პრინციპულად ჰყოფს იმას რაც დაშვებულია და იმას რაც დაუშვებელია
"ითამაშეთ" კანონისავე წესებით და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ თქვენივე მოთხოვნებს ნუ ახმოვანებინებთ დაჩრჩილულ პოლიტიკოსებს წამგებიანია, წამგებიანი.”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.