სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია დააკავეს

ელენე ხოშტარია

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა.

ხოშტარია პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობას კეტჩუპს ასხამდა.

პოლიტიკოსმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა რაც გაირკვა, რომ რუსეთს ქართული მწარმოებლებისთვის რძის პროდუქტის მიწოდების ნებართვის მიცემა სურს.

"ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ - ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას და თურმე, საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. აი ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სახელმწიფოს, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროში ყოფნა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„პრაიმტაიმი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.