"შეიძლება, ყველას ეს არ ესიამოვნოს, რასაც ახლა ვიტყვი..." - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
1771870233
ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
გამოკვლევის ფარგლებში, სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა. ინდიკატორი ზომავს, „თავს იკავებენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალური გამომძიებლები ქრთამის თხოვნისა და მიღებისგან ძირითადი საპოლიციო მომსახურების შესასრულებლად ან დანაშაულების გამოსაძიებლად და არიან თუ არა პოლიციისა და სამხედრო სამსახურში მომუშავე სამთავრობო თანამდებობის პირები თავისუფალი კერძო ინტერესების ან კრიმინალური ორგანიზაციების არასათანადო გავლენისგან“ .
საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 85% მიიღო, მსოფლიოში 22-ე ადგილზე დასახელდა, ევროპაში კი საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირლანდიას, ლიეტუვას, ლატვიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.
ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი გამოირჩევა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.