პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების თაობაზე ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
ცვლილებები „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შედის.
პროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივა გარდამავალ დებულებას შეიცავს, რომლის თანახმად, მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობა.
აღნიშნულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობა შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდეს.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051