მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
სალომე ზურაბიშვილის მოგზაურობა ევროპაში არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა იმ ქვეყანამაც, რომელმაც მიიწვია ის.
„სამაგალითო შემთხვევა არის, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითები როგორ უდიერად ეპყრობა ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი თანამდებობა საკუთარ ქვეყანას. რა გავიგეთ ჩვენ ამ მთელი ვიზიტის ფარგლებში?! ერთი, ის არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ რომ არ აქვს მთავრობის თანხმობა.
მეორე, ის ჩვენი მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან აჩვენებენ, რომ საერთოდ პატივს არ სცემენ ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარია ხოლმე და ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხის გვერდში დგანან და ქართველი ხალხი უყვართ და მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რომ ხალხის კონსტიტუციას არღვევინებ ადამიანს და ხარ თანამონაწილე შენი მეგობარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევისა, ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში. ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში და ეს არის პასუხი, რომ ჩვენი გაღებული სისხლის და ჩვენი ბრძოლის ფასად და ბრძოლაზე პასუხად, გვეუბნებიან ჩვენ ეს ქვეყნები და მათი ხელისუფლება, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია მისთვის.
მესამე, რაც გავიგეთ არის, რომ თურმე და ეს ქალბატონმა სალომემ თავად გაამხილა, ამ ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერაზე ოპოზიცია დაუყოლიებია ევროპელ პოლიტიკოსებს და პირდაპირ თქვა რომ მათი მონაწილეობა იყო და მათ დაარწმუნეს ოპოზიცია რომ ხელი მოეწერათ ამისთვის. ამას ევროპელობასთან საერთოდ კავშირი აღარ აქვს, როდესაც ასე ღიად ერევი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში, ფაქტობრივად წინასაარჩევნო პროგრამას უწერ და ხელს აწერინებ პოლიტიკურ მოძრაობებს როგორც უცხო ქვეყანა. ამას არანაირი კავშირი რაიმე ღირებულებასთან არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.