მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია საკრებულოს წევრებს აიძულებს, თავის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ.
"50-ზე მეტი ორგანიზაცია რომ მხარს არ გიჭერს და ამასობაში საკრებულოს წევრებს აიძულებ შენი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ, უცნაურია. ასევე, იქ მე ვერ დავინახე ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე, შესაბამისად, ის ვერ იქნება პარტიის პოზიცია ზუგდიდში. მე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდიდან ჰყავს პოლიტსაბჭოს წევრი, ბატონი კონჯარია, რომელიც ასევე არ იდგა იმ ბრიფინგზე. ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღებები და არა 2-3 ადამიანი", - აცხადებს ხაბეიშვილი.