იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ 4 ოქტომბრის ღამე, 4 ოქტომბერსვე დამთავრდა. სახელმწიფოს პოზიცია იყო სამართლიანი, მტკიცე, გაბედული და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული, - ასე შეაფასა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ „დღის ქრონიკაში“.
„ეს ხალხი [რადიკალები] არიან ლაჩრები. მათი მოწოდებების შემდეგ, ათობით ადამიანია დაკავებული. მაშინ, როდესაც მათი მოწოდებების შემდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, პროტესტს გამოხატავდნენ, საკორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი მანჯგალაძე ლიფტში დააკავა სპეცრაზმა - ეს ლაჩრობა არ არის?! ესენი გადაგვარებული ხალხი არიან, რომლებიც მზად არიან აგენტურული სინდიკატით შემოუძღვნენ იმ ძალებს, რომლებსაც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მოკვლა უნდათ საქართველოში“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.