როდის გამოიდარებს საქართველოში
1744186745
სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი - ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია, აქედან გამომდინარე, არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.
„მსურს, შევეხო იმ ძირითად საკითხებს და პრიორიტეტებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში საუბრისას მხედველობაში მისაღებია არაერთი ფაქტორი, მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები, 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველო გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი - ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებაზე ძალაშია, აქედან გამომდინარე, არსებული საფრთხეების საქართველოზე გავლენის აღსაკვეთად გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა, რომელიც აღნიშნული საფრთხეების ადრეული გამოვლენისკენ, პრევენციისა და აღკვეთისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როდის გამოიდარებს საქართველოში
1744186745