ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750777337
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. მან გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.
"საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილიმა.