გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ანრი ოხანაშვილმა და გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
ბრიტანეთის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.