1734811100
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია საახალწლო პიროტექნიკით - ბიძინა გიორგობიანი
ეს ძალიან საშიში ძალაა იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალი და არ აქვთ არანაირი საზღვრები, რის იქითაც გადასვლა არ შეიძლება, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
„ჩვენ გვახსოვს საქართველოში ოპოზიციის აქციები, ქუჩის მიტინგები, როდესაც ყველაფერი მართლაც მშვიდობიანად მიდიოდა და მომიტინგეები ალაგებდნენ ხოლმე კიდევაც იქაურობას. თქვენ ნახეთ უკვე და მთელმა საქართველომ იხილა რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე. რა მორალის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს ჩანს მათი ჩანაწერებითაც.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, ეს მაიდანს ნამდვილად არ ჰგავდა, სუროგატი იყო უფრო ამის და მოაწყვეს სამოქალაქო ომის იმიტაცია ამ საახალწლო პიროტექნიკით. არ ჰქონდათ საშუალება, თორემ როგორც 1992 წელს გვესროლეს ჩვენ ტანკებიდან და ჰაუბიცებიდან რუსთაველზე, გააკეთებდნენ იმავეს“, - აღნიშნა მან.
ბიძინა გიორგობიანის თქმით, აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამაზე წამსვლელები იყვნენ.
„არც მალავენ ამას. პირდაპირ ამბობს ეს ხალხი. გუშინ სააკაშვილმა იმ თავისი სამ ოთახიანი პალატიდან, წამებულივით რომ ზის იქ, გამოაცხადა, რომ რა დროს ბურთის გორაობაა, რევოლუციის დროაო. ეს ადამიანები აღარ მალავენ ამას, პირდაპირ ამბობენ“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.