სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს - გივი მიქანაძე

მიქანაძე

"სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ სააკაშვილის ოჯახი, მისი თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ, ეს კონტექსტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში არა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში, არამედ მის გარეთაც არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს სათანადოდ დაცული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს მიქანაძე.