ლოცვა, რომელიც მორწმუნე მრევლმა ილიაობის დღეს უნდა წაიკითხოს
1754117927
მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
ცვლილებების მოხედვით, მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომები მოსამართლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უგულებელყოფის ყველა შესაძლო ქმედებას ვერ ფარავს.
„ეს ცვლილება აუცილებელია მოსამართლეების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაძლიერების თვალსაზრისით“, – აღნიშნულია პროექტში.