საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი - აქუბარდია

თეონა აქუბარდია

ოპოზიცია გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებას აანონსებს - როგორც პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, აქ საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ.

ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ გააგრძელებენ დასავლელ პარტნიორებთან სანქციების მიმართულებით მუშაობას.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საჯარო მოხელეების დაცვაზე იზრუნებენ და ამასთან, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სანქციების საკითხებზე იმუშავებენ.

"საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვა იქნება ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც დასავლეთიდან აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რათა სანქციები შეეხოს ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმსა და იმ დამნაშავეებს, რომლებიც თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ იყენებენ სისტემურ უხეშ ძალას", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.