1759754460
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა მიმდინარეობს - საუბრის თემა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა იმართება.
შეხვედრის თემა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებია.
აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი მართავს.
ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრაზე არ მისულა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მივიდნენ ელჩები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.