საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრა მიმდინარეობს

მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრა მიმდინარეობს.

ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია.

საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ვიზიტის ფარგლებში ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ფოტო:1tv.ge