აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
1788352364
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის (PIF) ლიდერთა 55-ე შეხვედრაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაღალი დონის ყოველწლიურ ღონისძიებაზე განხილული იყო რეგიონის მდგრად განვითარებასთან, უსაფრთხოებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის PIF გენერალურ მდივანთან, ბარონ ვაქასთან, პალაუს რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სურანგელ ვიპს უმცროსთან და ნაოეროს (ნაურუს) რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დევიდ ადეანგთან.