13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. ხაზი გაესვა საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ასევე, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე კვლავ წარმოადგენს რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და სხვა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას. ამ შეხვედრაზეც იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.