13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია.
გუტერეშმა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში განიარაღების საკითხზე გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ბირთვული შეკავების და ამ კონტექსტში ირანის პრობლემის მოგვარების საკითხები განიხილა.
„ჩვენ ვცხოვრობთ ქაოსურ პერიოდში. საერთაშორისო წესრიგი უსაფრთხოების მხრივ სწრაფად იცვლება. ძალის უგუნური გამოყენება ბევრ რეგიონში უნდობლობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, შეიარაღების რბოლის მიზეზი ხდება. ბირთვული შეიარაღების კონტროლმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა. მან კატასტროფები თავიდან აგვაცილა, შეაჩერა შეიარაღებული რბოლა და მნიშვნელოვნად შეამცირა არსენალი. აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და ის საღ ანალიზსა და საერთაშორისო ვითარებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ირანი კვლავ მზადაა დიპლომატიისა და დიალოგისთვის. ჟენევაში ცოტა ხნის წინ გამართულმა მოლაპარაკებებმა გვაჩვენა, რომ ახალი ფანჯარა გაიღო“, - განაცხადა გუტერეშმა.