ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“- ში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი შეაჯამა.
მისი თქმით, 2012 წლის 1 - მა ოქტომბერმა ქვეყანას მოუტანა განვითარება და წინსვლა და საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა.
„საგანგებო მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას, ვინაიდან საქართველოში სრული ნგრევის წინაპირობა იყო შექმნილი. ყველაფერს, რომ ხაზი გადავუსვათ საგარეო პოლიტიკის თემას, სოციალურ საკითხებს, ადამიანის უფლებების დარღვევის თემებს, მთავარი საკითხი მაინც იყო ეროვნული არა თუ იდენტობა, არამედ ადამიანების სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ.
1 ოქტომბრის მერე სახელმწიფო შედგა და არა კონცენტრაციული ბანაკი, რომელიც იქამდე არსებობდა. გარდა ამისა, წელში გაიმართა ჩვენი ქვეყანა მას მერე, რაც სერიოზული ზიანი მიიღო მისმა იმიჯმა, მისმა კულტურამ, თვითმყოფადობამ. ყველაფერი იყო პრაქტიკულად გადაფარული იმ სისხლით და გოდებით, რომელმაც დაისადგურა ჩვენს ქვეყანაში. ეს ერთი თემა და მეორე კიდევ, რა შეხედულება ჰქონდათ ჩვენს ქვეყანაზე თუნდაც იმ პირებს, რომლებსაც შეიძლება პოლიტიკა არ აინტერესებთ მაგრამ უყურებენ გარკვეულ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება ან რა წარმოდგენა უნდა ჰქონოდათ ქვეყანაზე, სადაც წამება ჩვეულებრივი ამბავია, შეურაცხყოფა, ღირსების წართმევა, ქონების წართმევაზე აღარ არის ლაპარაკი, სრული უზურპაცია ხელისუფლებისა. რა წარმოდგენა უნდა ჰქონოდათ და ვის უნდა ეთქვა, რომ საქართველო მართლაც ისეთი გამორჩეულია მსოფლიოში თავისი ისტორიით და თვითმყოფადობით.
აი ეს ღირსების თემა მეორე პლანზე იყო გადასული და დღესაც ჩვენი ოპონენტები ღირსები თემას უკეთებენ გარკვეულწილად იგნორირებას, რაზედაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.
ყველაფერს თავი დავანებოთ და ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს სოციალური პაკეტის გაძლიერებას. ვინ ზრუნავდა ან ბავშვებზე, ვინ აძლევდა სოციალურ ოჯახებს ამდენ შემწეობას, ან მოხუცს თუნდაც ვინ გაუკეთებდა ოპერაციას?!“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.