საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

"საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„კომისიის მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც რაიმეს შეცვლის. ეს კომისია თუ რაიმეზე უნდა შეიქმნას, უნდა შეიქმნას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში როგორ შეიყვანეს სააკაშვილი. ეს ძალიან მცირე მიზანია, ამიტომ არ მომწონს ამ კომისიის მიზანი, უფრო დიდ მიზანს უნდა ისახავდეს, კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად აუცილებელია მისი გადაყვანა სამკურნალოდ," - განაცხადა ხვიჩიამ.