"საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა "პოდმოსკოვიეში" უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ბოლოს, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, საქართველოში, 2004 წელს ჩამოვიდა, ასლან აბაშიძის გადასარჩენად.

მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა.

საერთოდ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს, ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა, "პოდმოსკოვიეში" უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი“, - წერს სააკაშვილი.