საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით - პიტერ ფიშერი

პეტერ ფიშერი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოში გერმანიის ელჩი გამოეხმაურა. პიტერ ფიშერის თქმით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ყველა სახელმწიფოში და არა შიდა საქმე.

ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე", - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე.