საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა და ინდექსების თანახმად, საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს - ოფიციალური სტატისტიკა

სტატისტიკა

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების, ინდექსებისა და სტატისტიკის თანახმად, საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.

აბსოლუტური სიღარიბე - 2025

მოლდოვაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში - დაახლოებით ყოველი მეთოთხმეტე.

მოლდოვა - 31,1%; საქართველო - 7,1%

ეკონომიკური ზრდა - 2025

საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით სამჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა.

მოლდოვა - 2,4%; საქართველო 7,5%

ფასების ზრდა - ინფლაცია, 2025

მოლდოვაში ფასები საშუალოდ დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა.

მოლდოვა 7,8%; საქართველო 3,9%

მშპ ერთ მოსახლეზე - 2025

მოლდოვა $8,6 ათასი; საქართველო $10,3 ათასი

ეკონომიკური თავისუფლება - Heritage Foundation, 2026

მოლდოვა 58,1 ქულა - 101-ე ადგილი

საქართველო 69,6 ქულა - 35-ე ადგილი

კორუფციის აღქმა - 2025

მოლდოვა - 42 ქულა

საქართველო - 50 ქულა

ბიზნესის თავისუფლება - Heritage, 2026

Heritage-ის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და საქმიანობის მარეგულირებელი გარემო უფრო მოქნილია.

მოლდოვა 68,3 ქულა

საქართველო 76,6 ქულა

სასამართლოს ეფექტიანობა - Heritage, 2026

Heritage-ის შეფასებით, სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.

მოლდოვა - 32,4 ქულა

საქართველო - 53,8 ქულა

✕